ქართველი პარაძიუდოისტები ბაქოდან ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით ბრუნდებიან #1TVSPORT
ქართველი პარაძიუდოისტები ბაქოდან ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით ბრუნდებიან #1TVSPORT

26 მაისს, ქართველმა პარასპორტსმენებმა, კიდევ ერთხელ ააჟღერეს საქართველოს ჰიმნი პარაძიუდოში, ბაქოს გრან-პრის გათამაშებაში.

ჩვენმა პარაძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ფალავანმა, ზვიად გოგოჭურმა 100 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ბრძოლაში ბრიტანელი პარასპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

მეორე ადგილი ბრიტანელმა პარაძიუდოისტმა დაიკავა, მესამე ადგილი კი-ორმა უზბეკმა პარასპორტსმენმა გაინაწილა.

ამავე ტურნირზე ქართველი პარადიუდოისტი ქალი, ინა ქალდანი 70 კგ. წონით კატეგორიაში, მესამე ადგილზე გავიდა და რუს პარასპორტსმენთან ერთად ბრინჯაოს მედალი გაინაწილა. პირველი ადგილი ბრაზილიელმა, მეორე – აზერბაიჯანელმა პარაძიუდოისტმა დაიკავა.

შეგახსენებთ, წინა დღეს გიორგი ქალდანმა 73 კგ. წონით კარეგორიაში, ტიტულოვანი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები, ბაქოს გრან-პრის გათამაშებიდან ორი ოქროსა და ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.