ქართველი პარაძიუდოისტები აშშ-ში წარმატებით ასპარეზობენ
ქართველი პარაძიუდოისტები აშშ-ში წარმატებით ასპარეზობენ

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფორტ ვეინში (ინდიანაპოლისი) 2019 წლის მიმდინარე გრანპრი წარმატებით დაიწყო.

გიორგი გამჯაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან 66 კილოგრამ წონით გატეგორიაში იასპარეზა. ფინალში შესასვლელი ბრძოლის დროს პარასპორტსმენმა კუნთი დაიზიანა და მესამე ადგილს დასჯერდა.

ასევე მესამე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას ბაჩუკი შელია, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ტურნირი 6 ივლისამდე გაგრძელდება.

ასპარეზობას აგრძელებენ ასევე პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზვიად გოგოჭური და მსოფლიო თასის ვერცხლის მედალოსანი ავთანდილ კირკიტაძე, ასევე ტარიელ უძილაური და რევაზ ჩიკოიძე.

მთავარი მწვრთნელი – ამირან მარკოიშვილი
მწვრთნელი – ბესიკ რაჯებაშვილი

აშშ-ში მიმდინარე გრანპრი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირია.