ქართველი ნიჩბოსნის, ალექსანდრე წივწივაძის მორიგი ტრიუმფი (ვიდეო)

უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს, სადაც კვლავ ტრიუმფით იასპარეზა 16 წლის რუსთაველმა, ალექსანდრე წივწივაძემ, რომელმაც დღეს პირველობა 500 მეტრიან დისტანციაზე მოიგო.

პირველი ოქროს მედალი ალექსანდრე წივწივაძემ, რომელიც წლების განმავლობაში ნათხოვარი და დაზიანებული ნავით ვარჯიშობდა, 1000 მეტრიან დისტანციაზე მოიპოვა.