ქართველი ნიჩბოსნების წარმატება ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე #1TVSPORT

17:21, 02.05.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და, საერთო ჯამში, 15 მედალი მოიპოვა – 11 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ამ შედეგით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის თასიც მოიპოვა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 300-მდე სპორტსმენმა.

მსგავსი