ქართველი მწვრთნელი „ორდაბასს“ ტოვებს - ცხადაძემ გადაწყვეტილება გუნდს გამოუცხადა
ქართველი მწვრთნელი „ორდაბასს“ ტოვებს - ცხადაძემ გადაწყვეტილება გუნდს გამოუცხადა

შიმკენტისორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გაცხადებული გადაწყვეტილება უკვე გუნდშიც დააფიქსირა, რომ გუნდს ტოვებს, – ინფორმაციას Meta-ratings.kz ავრცელებს.

„ცხადაძემ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს განუცხადა, რომ სეზონის ბოლოს ტოვებს გუნდს. ეს ალმატისკაირატთან“ ჩემპიონატის თამაშის დაწყებამდე მოხდა. მატჩი ალმათის კლუბმა 3:1 მოიგო და პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი ვადაზე ადრე დაიკავა“, – წერს Meta-ratings.kz.

კახა ცხადაძე „ორდაბასის“ მწვრთნელი 2018 წელს გახდა – მან ალმათის „კაირატი“ დატოვა და შიმკენტის გუნდში გადავიდა. მისი ხელმძღვანელობით, „ორდაბასმა“ 2019 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ორჯერ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

მიმდინარე გათამაშებაში გუნდმა 17 მატჩი ჩაატარა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, მეოთხე ადგილზე გავიდა.