ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა დუბაიში მიიწვიეს

21:57, 22.08.2019

ქართველი სპეციალისტი კოტე გუგუნავა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმუშავებს, – ინფორმაციას თბილისის „ლოკომოტივის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს, სადაც გუგუნავა ბოლო წლებია მუშაობდა.

„თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეების მწვრთნელი – კოტე გუგუნავა სამწვრთნელო კარიერას დუბაიში, ადგილობრივ კლუბში – „შაბაბ ალ-აჰლიში“ გააგრძელებს. კოტე გუგუნავამ „ლოკომოტივში“ რვა წელი იმუშავა. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმის, კარგი ადამიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში“, – წერია „ლოკომოტივის“ განცხადებაში.

კოტე გუგუნავა უკვე დუბაიშია და გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესში მონაწილეობს.

მსგავსი