ქართველი მწვრთნელებისთვის უეფა-ს პროლიცენზიის მორიგი ეტაპი დასრულდა – სემინარის მონაწილეებს ვილი სანიოლმა მიმართა #1TVSPORT

08:30, 15.06.2025

ქართველი მწვრთნელებისთვის უეფა-ს პროლიცენზიის კურსის მეოთხე ეტაპი (მოდული), რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით სლოვაკეთში მიმდინარეობდა, დასრულდა.

უმაღლესი დონის კურსის მსმენელებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს და მოემზადებინათ თამაშების ტექნიკურ-ტაქტიკური ანალიზი.

მოდულს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი დაესწრო და კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კურსის მსმენელი გახლდათ მისი თანაშემწე საქართველოს ნაკრებში ადელ შადლი.

პროლიცენზიის კურსში მონაწილეობდნენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბების მწვრთნელები, გერმანიიდან ჩამოვიდა „უნტერჰახინგის“ მთავარი მწვრთნელი ვიტალი თოფურია – სულ 21 მონაწილე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით, სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეს უეფა-ს წევრ ნებისმიერ ქვეყნებში შეუძლია მუშაობის დაწყება.

მსგავსი