ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - შოთა მახარაძის გუნდმა მოიგო #1TVSPORT
ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - შოთა მახარაძის გუნდმა მოიგო #1TVSPORT

უცხოეთში, ქართველი ფეხბურთელების გარდა, გასულ უქმეებზე ქართველების მიერ გაწვრთნილმა გუნდებმაც ითამაშეს.

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქასიმფაშამ“ „გაზიანთეფს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. სამი ტურის შემდეგ გუნდს ჯერ ქულა არ მოუპოვებია და მე-17 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის „გაბალა“ ერთ-ერთ ლიდერს, „არაზს“ ესტუმრა და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად (მე-9 წუთზე) დაწინაურდა, საბოლოოდ 1:2 დამარცხდა – სამი ტურის შემდეგ „გაბალა“ ერთი ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

მოლდოვის სუპერლიგაში შოთა მახარაძის მერ გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ ერთ-ერთი კონკურენტი, „მილსამი“ მიიღო და 2:1 მოუგო. 11 ტურის შემდეგ ქართველი სპეციალისტის გუნდი 24 ქულით მეორე ადგილზეა, მხოლოდ ტირასპოლის „შერიფს“ ჩამორჩება და, ამასთან, ერთი თამაში მარაგში აქვს.