ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - მახარაძის და არველაძის გუნდები არ აგებენ, ქეცბაიას „ანორთოსისს“ კრიზისიდან გამოსვლა უჭირს #1TVSORT
შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ მოლდოვის სუპერლიგაში „ბელცი“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. ქართველი სპეციალისტის გუნდი მესამე ადგილზეა, მაგრამ „შერიფს“ სამით, „ზიმბრუს“ კი ერთი ქულით ჩამორჩება.
კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლიმასოლში აელ-ს შეხვდა და 1:4 დამარცხდა. ქართველი მწვრთნელის გუნდი ურთულეს მდგომარეობაშია – 6 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლოსწინა, მე-13 პოზიციაზეა.
თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ შინ „კონიასპორთან“ 0:1-ს აგებდა, მაგრამ ქულის მოპოვება მოახერხა და რვა ტურის შემდეგ ცხრა ქულით მე-11 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის „გაბალამ“ „შამახს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. „გაბალა“ 7 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-11 ადგილზეა.