ქართველი მთამსვლელები ჰიმალაებზე გაემგზავრნენ
ქართველი მთამსვლელები ჰიმალაებზე გაემგზავრნენ

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გუნდი მორიგ ექსპედიციაში გაემგზავრა. ახალგაზრდა და გამოცდილი მთამსვლელების ზურა კვესიტაძისა და ბექარ ფაჯიშვილის მიზანი ამჯერად ჰიმალაების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მთა ამა დაბლამია.

დასავლეთში 6812 მეტრის სიმაღლის მთას ჰიმალაების მატერჰორნს უწოდებენ, ადგილობრივები კი დედის ყელსაბამს. ხელების მსგავსად ორ ფერდს შორის არსებული მყინვარი მათ ქალის ყელსაბამიან ყელს აგონებს. აღნიშნულ მთაზე ექსპედიცია ქართველი მთამსვლელებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება.
ზურა კვესტაძემ და ბექარ ფაჯიშვილმა 2017 წელს, ბიძინა გუჯაბიძის გუნდის შემადგენლობაში, უშბაზე მარშრუტი ხარაკტერნიკი გაიარეს, რის გამოც წლის საუკეთესო ასვლის ჯილდო ოქროს წერაყინი მოიპოვეს. 2018 წლის ზამთარში კი გამორჩეულად რთული ასვლა განახორციელეს ჭაუხში ასათიანის სვეტის მარშრუტზე.

ამა დაბლამის ექსპედიცია 20 მაისამდე გაგრძელდება. 

დატოვე კომენტარი