ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს განსჯიან #1TVSPORT
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს განსჯიან #1TVSPORT

7 აგვისტოს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის „არისისა“ და ათენის აეკ-ის მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან.

მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, რომელსაც დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძეა, ვიდეორეფერის ასისტენტად კი ალეკო აფციაური იმუშავებს. შეხვედრა კვიპროსში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს უეფა ქართველ ქალ არბიტრებსაც ენდობა – ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ლუქსემბურგის „რასინგ უნიონსა“ და ათენის აეკ-ის შეხვედრა მზევინარ შარაშანიძემ განსაჯა, მას სოფიკო რიჟამაძე ეხმარებოდა, ხოლო „რასინგ უნიონისა“ და „რიგის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში სოფიკო რიჟამაძე მთავარი არბიტრის ასისტენტი გახლდათ, მზევინარ შარაშანიძე კი – მეოთხე მსაჯი.