ქართველი მსაჯები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალს განსჯიან #1TVSPORT
სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი მსაჯები მეოთხედფინალურ შეხვედრას განსჯიან.
პორტუგალიისა და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. შეხვედრა ჟილინას სტადიონზე 21 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
გოგა კიკაჩეიშვილის, დავით ახვლედიანისა და დავით გაბისონიას სამეულმა სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის ორი შეხვედრა განსაჯეს – უკრაინა-დანია (2:3) და ინგლისი-სლოვენია (0:0).