ქართველი მოფარიკავეები საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადებიან
ქართველი მოფარიკავეები საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადებიან

აპრილში ქართველი მოფარიკავეები ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. 6-14 აპრილს პოლონეთის ქალაქი ტორუნი იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოდან პირველობაზე მხოლოდ ხმლით მოფარიკავეები გაემგზავრებიან, შესაბამისად ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო შეჯიბრის პირველი სამი დღე იქნება. სწორედ 6-დან 8 აპრილის ჩათვლით გაიმართება ასპარეზობა ხმლით ფარიკაობაში. საქართველოს ღირსებას 11 სპორტსმენი დაიცავს. ესენი არიან: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, მარიამ ცუხიშვილი, თამარ ჩარკვიანი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი მერკვილაძე და ლაშა კუჭუხიძე.

26-28 აპრილს სამხრეთ კორეის დედაქალაქში, ხმლით ფარიკაობაში, სეულის გრან-პრი გაიმართება. შეჯიბრში 5 ქართველი, ლიკა ჯიჯეიშვილი, თეოდორა კახიანი, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი, მიიღებს მონაწილეობას.

აპრილში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატიც. ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში 19-დან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყნის საუკეთესო მოფარიკავეები გამოვლინდებიან.