ქართველი მოციგურავეების წარმატება ჩინეთში (ვიდეო)
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ჩელენჯერის სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირი საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით 2014 წლიდან ტარდება და მის სპორტულ ცეკვებში მონაწილეობა 8 ქვეყნის 11-მა წყვილმა მიიღო. მათ შორის იყვნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.
ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 67.68 ქულით მესამე შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში კი 106.95 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა. ჯამში კაზაკოვა-რევიას წყვლმა 174.63 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პირველი ადგილი ამერიკელმა სპორტსმენებმა დაიკავეს, რომლებმაც 191.55 ქულა დააფიქსირეს. ვერცხლის მედალოსნები 176.38 ქულით რუსი სპორტსმენები გახდნენ.
მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ აღნიშნულ ტურნირზე დაწესებულზე გაცილებით მაღალი ტექნიკური ქულები დააგროვეს და სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლებაც მოიპოვეს.