ქართველი მოჭიდავეების წარმატება ხორვატიის საერთაშორისო ტურნირზე #1TVSPORT
ქართველმა მოჭიდავეებმა ხორვატიის საერთაშორისო ტურნირზე სამი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
„ვალამარის თასის“ გამარჯვებულები გახდნენ – გიორგი კოჩალიძე (60 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ) და რატი ხოზრევანიძე (67 კგ). შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლებს ამირან შავაძე (60 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (72 კგ) დაეუფლნენ.
20 სექტემბერს ტურნირზე მედლები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება.