ქართველი მკლავჭიდელების წარმატება (ფოტოამბავი)
ქართველი მკლავჭიდელების წარმატება (ფოტოამბავი)

თურქეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს ქართველმა პარა-სპორტსმენებმა და რამდენიმე მედალიც მოიპოვეს, იტყობინება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია.

მარჯვენა-მარცხენა ხელში პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი აიღეს, აქედან – 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

გარდა ამისა, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთად აიღო 23 მედალი – 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და გუნდური 3 ადგილი

საქართველოს მკლავჭიდის ძირითადი ნაკრები ბრძოლაში 21 ოქტომბერს ჩაერთვება.