ქართველი მესის როლში - ჩხუბმა საფეხბურთო შედევრი გადაფარა [ვიდეო]
ქართველი მესის როლში - ჩხუბმა საფეხბურთო შედევრი გადაფარა [ვიდეო]

თურქულ შეკრებაზე „ვიტ ჯოჯიასა“ და „სარაევოს“ სკანდალურად ჩაშლილი თამაშის გამო თბილისელთა თავადამსხმელის, პაატა ღუდუშაურის საფეხბურთო შედევრი ჩრდილში მოექცა.

„ვიტ ჯორჯიას“ 21 წლის ფეხბურთელმა ბალკანელებთან ისეთი გოლი გაიტანა, რომლის გამოც ბოსნიელებმა ლიონელ მესის შეადარეს. „ვიტ ჯორჯიას“ მეტოქე ბოსნიური „სარაევო“ იყო. 72-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ბურთი აუტის ხაზთან მიიღო და ამის შემდეგ ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი მოაწყო – 21 წლის შემტევი ძალიან ეფექტურად გაცდა ხუთ მცველს და საჯარიმოში წააქციეს, პენალტი კი თავად უნაკლოდ შეასრულა 2:2.

ბოსნიელები მატჩის ჩაშლაში ქართველებს ადანაშაულებდნენ. ამის მიუხედავად, მათ ღუდუშაურის გოლი მაინც დააფასეს.

„სარაევოს“ მოთამაშეებმა ვერ გაიგეს რა მოხდა, როდესაც ქართველი კარისკენ დაიძრა. ქართული გუნდის ფეხბურთელი (ღუდუშაური) „სარაევოს“ რამდენიმე მოთამაშეს ლიონელ მესის სტილში გაცდა და მერე პენალტი გაიტანა“ – წერს ბოსნიური გამოცემა „სპორტსპორტი“ (Sportsport).