ქართველი მენეჯერი კაჭახიძე და მისი სააგენტო „შტურმთან“ პარტნიორობას იწყებენ - მიზანი ქართული საფეხბურთო ბაზრის ათვისებაა #1TVSPORT
ქართველი მენეჯერი კაჭახიძე და მისი სააგენტო „შტურმთან“ პარტნიორობას იწყებენ - მიზანი ქართული საფეხბურთო ბაზრის ათვისებაა #1TVSPORT

„გრაცის „შტურმი“ ქართულ საფეხბურთო ბაზარს დაფარავს“ – იუწყება ავსტრიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც ქართველ მენეჯერებთან პარტნიორობის დაწყებაზეა საუბარი.

ცნობილი ქართველი მენეჯერი გუგა კაჭახიძე და სააგენტო Players Agents, რომელსაც ის წარმოადგენს, ავსტრიული კლუბის, გრაცის „შტურმის“ პარტნიორი გახდა.

ამის შესახებ ავსტრიული კლუბის პრესსამსახური იწყება. „შტურმმა“ პარტნიორობის დაწყება მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კაჭახიძე გრაცის გუნდის ფინანსურ დირექტორ ტომას ტებიჩთან, სპორტულ დირექტორ ანდრეა შიკერთან და გრაცელთა ლიდერ ოთარ კიტიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„გრაცის „შტურმი“ და გუგა კაჭახიძე თანამშრომლობას იწყებენ. ქართველი მოთამაშეთა მენეჯერი კარგად ფლობს ბაზარს და სააგენტო Players Agents-ის მეშვეობით ახალგაზრდა ქართველ ტალანტებთან შესანიშნავი კონტაქტები აქვს. სულ ახლახანს, გრაცის გუნდის სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი კაჭახიძესთან ერთად ოთარ კიტიშვილთან კონტრაქტის ვადის გაგრძელებაზე მუშაობდა“, – იუწყება ავსტრიული კლუბის პრესსამსახური.

თანამშრომლობის დაწყებაზე კომენტარი გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეა შიკერმა გააკეთა:

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გუგა კაჭახიძესთან მუშაობას ვაგრძელებთ. ის ძალიან პროფესიონალურად მუშაობს და იცის, განსაკუთრებულ ყურადღებას რომელ მოთამაშეებს მივაქცევთ”.

გუგა კაჭახიძე: „გრაცის „შტურმთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობის და მჭიდრო პარტნიორობის იმედი მაქვს. ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერით ჩვენ უკვე ერთად დავამტკიცეთ, რომ ქართულ-ავსტრიული კავშირები ძალიან კარგად მუშაობს“.

სააგენტო Players Agents საფეხბურთო ბაზარზე წლებია საქმიანობს. კაჭახიძის პარტნიორები არიან ახალგაზრდა მენეჯერები მალხაზ მუსერიძე, ბესიკ აბაშიძე და გიორგი ფოფხაძე. კომპანიის დამფუძნებელთა პრინციპული პოზიციაა, რომ ქართველი ფეხბურთელები სწორედ ევროპაში წაიყვანონ და არა რუსეთში და ამ მიმართულებით არაერთი კარგი ტრანსფერიც განახორციელეს.

გრაცის „შტურმში“ უთამაშიათ დავით მუჯირს, გიორგი შაშიაშვილს, გიორგი ფოფხაძეს და ყველას წარმატებული კარიერა ჰქონდა. ახლა გუნდის ლიდერი ოთარ კიტეიშვილია. აღსანიშნავია, რომ მუჯირი კლუბის კაპიტანიც იყო. ცხადია, თანამშრომლობა ამ ფაქტორმა განაპირობა.