ქართველი მენეჯერი „დინამოს“ წაგებას გამოეხმაურა - დააფასეთ ის ფარერელი, ვინც დილით სამსახურში მიდის, საღამოს კი ფეხბურთს თამაშობს
ქართველი მენეჯერი „დინამოს“ წაგებას გამოეხმაურა - დააფასეთ ის ფარერელი, ვინც დილით სამსახურში მიდის, საღამოს კი ფეხბურთს თამაშობს

ევროპის ლიგაზე „დინამო თბილისის“ სამარცხვინო წაგებას (1:6) ევროპის ლიგაზე ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკთან“ ფიფას აგენტი მალხაზ მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა.

მისი აზრით, ქართულ ფეხბურთს სწორედ ასეთი მშრომელი ფეხბურთელები სჭირდება, როგორიც ფარერის კუნძულების გუნდებში არიან.

„მეთევზე, მეპურე, მეხანძრე, პოლიციელი, ექიმი, გამყიდველი, მასწავლებელი, ტაქსის მძღოლი – წლებია მსგავსი ეპიტეთებით ამკობს ქართველი გულშემატკივარი ფარერების იქნება ეს ისლანდიის, მალტის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის თუ გიბრალტარის წარმომადგენლებს… იმ ქვეყნის შვილები სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ორდიპლომიანი ადამიანი, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ზუსტად რომ ტაქსისტია. ჰოდა, ჩემო გულშემატკივარო, დააფასეთ ის ხალხი, ვინც დილით სამსახურში მიდის, საღამოს კი ფეხბურთს თამაშობს და როგორც უკანასკნელმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებმა გვანახა, არცთუ ისე ურიგოდ გამოსდით.  წარმოიდგინეთ,  რამხელა პატივს სცემენ მათ თავიანთი თანამემამულეები, სანიმუშო ექიმები, მეხანძრეები, უბრალო მეთევზეები და პოლიციელები რომ ამხელა სიხარულს მიანიჭებენ საკუთარ ხალხს. ვგონებ, უპრიანი იქნება მიზეზი სხვის ბადეში კი არა საკუთარ ცეცხლომოკიდებულ ქვეყანაში ვეძებოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ვინმე ისლანდიელივით ან ფარერელივით მშრომელი მეხანძრე გადაგვარჩენს,“ – წერს მალხაზ მუსერიძე.

დატოვე კომენტარი