ქართველი მებრძოლის მორიგი ტრიუმფი - თოფურიამ უზუსტესი დარტყმით მეტოქე დაანოკაუტა [ვიდეო] #1TVSPORT

UFC-ის დღევანდელ ღონისძიებას ლონდონმა უმასპინძლა, სადაც შთამბეჭდავი ბრძოლა ილია თოფორიას გამარჯვებით დასრულდა.

ილიას მეტოქე ჯეი ჰერბერტი იყო, რომელიც (UFC-ში) ქართველი მებრძოლის რიგით მეოთხე მსხვერპლი გახდა.

პირველი რაუნდის „მოთელვის“ შემდეგ, თოფურიამ უსწრაფესი და უზუსტესი დარტყმით მოწინააღმდეგე ნოკაუტში გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ შერეულ ორთბრძოლებში ქართველების უპირატესობად (ტრადიციულად) ჭიდაობა მიიჩნევა, მაგრამ თოფურიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნივერსალური სპორტსმენია და ბრძოლა მოკრივის უზუსტესი დარტყმით დაასრულა.