ქართველი მამლუქის დუბლი რუსეთში [ვიდეო]

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და გადამწყვეტი როლი ითამაშა, „ტამბოვმა“ სამი ქულა რომ მოიპოვა.

გიორგი მელქაძის გუნდი სახლში „როსტოვს“ მასპინძლობდა. წარმოშობით ქართველმა შემტევმა პირველი გოლი 38-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მისი გუნდი ანგარიშით 0:1-ს აგებდა. მე-61 წუთზე კი „ტამბოვი“ ანგარიშით 2:1 დააწინაურა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.

გიორგი ჯემალის ძე მელქაძე 22 წლისაა და „სპარტაკის“ გაზრდილია. მელქაძის ტრანსფერი მოსკოვურ კლუბს ეკუთვნის, „ტამბოვში“ კი იჯარით თამაშობს. გიორგი მოსკოვში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. მაგრამ მისი ოჯახის წევრები დღემდე სამტრედიაში ცხოვრობენ. მელქაძეს რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მელქაძემ „როსტოვს“ მეორე გოლი გურამ თეთრაშვილის გადაცემის შემდეგ გაუტანა – 31 წლის მცველი ვლადიკავკაზშია დაბადებული და ასევე რუსეთის მოქალაქეა.