ქართველი ლეგიონერები - ყაზაიშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა, ვოლკოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილისზირამ“ გასვლით მატჩში „საბაილი“ 1:0 დაამარცხა – ორივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. მატჩის ბოლოს „საბაილის“ მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა აჯობა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა. ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, „ზირამ“ კი კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

ლატვიის ვირსლიგაში ლაშა ოდიშარიამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და რფს-ს („რიგის ფეხბურთის სკოლა“) „დაუგავპილსის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თამაში თითქმის იდეალურად – 9,4 ქულით შეაფასეს.

დავით ვოლკოვი

ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილმა გაიბრწყინა და „შანდუნის“ „ჟეჯიანთან“ გამარჯვებაში (4:2) გადამწყვეტი როლი ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ჰეთთრიკი შეასრულა და გუნდის მოუგებელი სერია შეწყვიტა. მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილის ანგარიშზე შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ზურაბ თევზაძის „ჟენისმა“ ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმათისქაირათთან“ დაპირისპირება 1:2 დათმო. სტუმებიდან ანგარიში ზარიამ პენალტით გახსნა და სეზონში მე-5 გოლი ჩაიწერა. თევზაძემ სრულად ითამაშა, ზარია მეორე ნახევარში შეცვალეს, ლუკა გადრანი კი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და, სავარაუდოდ, მოედანს მალე დაუბრუნდება.