ქართველი ლეგიონერები | უგრეხელიძე „ქარაგიუმრუქის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა - კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ლიდერთან ქულები გაიყო #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ნიკოლოზ უგრეხელიძე პირველად გამოჩნდა „ქარაგიუმრუქის“ ძირითად შემადგენლობაში. მისი გუნდი თურქეთის სუპერლიგაში შინ „ტრაბზონსფორთან“ დაძაბულ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა.
საბერძნეთის სუპერლიგაში ივა გელაშვილის „პანსერაიკოსმა“ სალონიკის „არისთან“ ფრედ ითამაშა – 1:1. ქართველმა მცველმა მოედანზე 75 წუთი გაატარა, საიმედოდ იასპარეზა და 7.3 შეფასება მიიღო. 24 წლის ცენტრალურმა მცველმა პრაქტიკულად უკვე დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითად თერთმეტეულში.
ნიდერლანდების ერედივიზიონში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორი“ ერთ-ერთ ლიდერს, „პსვ ეინდჰოვენს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მატჩს შეუცვლელად თამაშობდა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ტურის მთავარი შეხვედრა გაიმართა – ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ შინ „გურნიკთან“ ქულები გაიყო – 1:1. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. კრაკოველებმა 18 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნეს.