ქართველი ლეგიონერები | შოთა ნონიკაშვილმა „ჩერკასის“ რიგებში გაიტანა, იური ტაბატაძე ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | შოთა ნონიკაშვილმა „ჩერკასის“ რიგებში გაიტანა, იური ტაბატაძე ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, შოთა ნონიკაშვილმა ჩეხურ „დუკლას“ გაუტანა და უკრაინულ „ჩერკასს“ ამხანაგური შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:1.

ეს უკრაინის პრემიერლიგის ლიდერისთვის თურქეთში დაწყებულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი იყო. „ჩერკასმა“ მეტოქის კარი ორივეჯერ პირველ ტაიმში აიღო. შოთა ნონიკაშვილი თავი 45-ე წუთზე გამოიჩინა.

„ჩერკასი“ თურქულ შეკრებაზე კიდევ 8 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, მათ შორის ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტართან“ (10 თებერვალს) და ლაშა ოდიშარიას „რიგას ფს“-სთან (12 თებერვალს).

იური ტაბატაძე ლა ლიგა 2-ის მატჩში შეცვლაზე შევიდა, თუმცა ტრავმის გამო თავად გახდა შესაცვლელი. ეს ესპანეთის რანგით მეორე ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც ქართველის გუნდი „კადიზი“ სტუმრად „ალბასეტეს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ქართველი შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, მალევე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ცხრა წუთში ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ „კადიზს“ 34 ქულა აქვს და პლეი ოფის ზონიდან მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა. ტაბატაძის ტრავმის სიმძიმეზე ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.