ქართველი ლეგიონერები | ქვილითაიას „არისმა“ მოიგო და კვიპროსის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიას „არისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში „ეთნიკოსი“ 3:0 დაამარცხა და 12 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
დავით კობოურის და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ „ნირედიჰაზასთან“ უნგრეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩში ქულა მოიპოვა 2:2. ქართველებიდან მხოლოდ ბერიძემ ითამაშა და 57-ე წუთზე შეცვალეს.
რუმინეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ ერთ-ერთი კონკურენტი, ბუქარესტის „დინამო“ მიიღო, 64-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, თუმცა მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 2:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. „უნივერსიტატეამ“ ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში სანდრო კალანდაძის პლოცკის „ვისლა“ საკუთარ სტადიონზე „კატოვიცეს“ დაუზავდა – 1:1. ქართველა მცველმა იგივე გუნდთან 3 დღის წინ თასზე 120 წუთი ითამაშა და ამჯერად მწვრთნელმა დაასვენა.