ქართველი ლეგიონერები | ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ ვერ დაეხმარა, ლუკა გუგეშაშვილი პაოკ-ის განაცხადში არ იყო #1TVSPORT
ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ დანიაში „მიდტიულანდს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი გუნდს ვერ დაეხმარა – ოთარს მამა გარდაეცვალა და ის საქართველოში იმყოფება.
ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-მა თელ-ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნული კლუბის განაცხადში ვერ მოხვდა. მიზეზი უცნობია.
ევროპის ლიგის მეორე ტურის მატჩები 2 ოქტომბერს გაიმართება – „შტურმი“ „რეინჯერსს“ უმასპინძლებს, ხოლო პაოკ-ი ესპანეთში ვიგოს „სელტას“ ესტუმრება.