ქართველი ლეგიონერები | ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილის“ რიგებში მორიგი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილის“ რიგებში მორიგი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გასვლითი მატჩი ჩაატარა „ჟილ ვისენტესთან“, რომელშიც მისი გუნდი 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 81 წუთი ითამაშა და სტუმართა ნახევარმცველებს შორის საუკეთესო შეფასება მიიღო – 6,8 ქულა.

ოთო მამაგეიშვილის „ფამალიკაუ“ „კაზა პიას“ ესტუმრა და გამარჯვება ხელიდან საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე გაუშვა – 1:1. 47-ე წუთზე სტუმართა ეკვადორელი მცველის, ლეონარდო რეალპეს გოლს მასპინძლებმა 88-ე წუთზე ჯერემი ლივოლანის პენალტით უპასუხეს. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე 88-ე წუთზე შევიდა.

მტკ-ს ქართველი მცველი ილია ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის წინა ტურში „უიპეშტთან“ მოგებული (2:1) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ზალაეგერსეგთან“ დაპირისპირებაში კი მცირე დისკომფორტის გამო დაასვენეს. მტკ-მ ეს მატჩიც მოიგო – 1:0.

ირანის ჩემპიონატში დაბრუნებული გიორგი გველესიანი არ იყო „სეპაჰანის“ განაცხადში. მისმა გუნდმა ერთ-ერთ ლიდერს, „ტრაქტორს“ უმასპინძლა და შეხვედრა 0:1 დათმო.