ქართველი ლეგიონერები | „ნიურნბერგისა“ და „ჰერტას“ შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | „ნიურნბერგისა“ და „ჰერტას“ შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. უკვე სამი ტურია, საქართველოს ნაკრების მცველი თამაშებს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს და ამჯერადაც ასე მოხდა.

შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ უკრაინის ჩემპიონატში „კრივბასს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. საბა ლობჟანიძემ 85 წუთი გაატარა „ატლანტას“ შემადგენლობაში მოედანზე. მისი გუნდი ამერიკის ჩემპიონატში „ნიუ ინგლენდს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

„პარდუბიცეს“ ქართველმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატის ტურში „ტეპლიცესთან“ გამართული შეხვედრა გამოტოვა. დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა – 0:0.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ ბერლინის „ჰერტას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ 70-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.