ქართველი ლეგიონერები | მუხრან ბაგრატიაონმა ავსტრიაში საგოლე გადაცემა შეასრულა, გიორგი გულიაშვილმა მცირე დრო მიიღო #1TVSPORT

21:00, 18.10.2026

გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ ლა ლიგის მე-9 ტურში „ოსასუნას“ ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს, სტუმართა შემადგენლობაში მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გამოჩნდა.

რაც შეეხება ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურს, აქ არცერთ ქართველს არ უთამაშია – „ვოლფსბერგერს“, რომელმაც შინ „ტიროლთან“ 0:2 წააგო, ოთარ მამაგეიშვილი დააკლდა, რომელიც საქართველოს ნაკრების შეკრებაზე დაშავდა.

ასევე ტრავმირებული არიან მისი ტყუპისცალი გიზი მამაგეიშვილი და ოთარ კიტეიშვილი. ისინი გრაცის „შტურმს“ შინ „გრაცერთან“ მოგებულ მატჩში (6:1) ვერ დაეხმარნენ.

ავსტრიის ლიგა 2-ის გუნდ „კაპფენბერგში“ თავი გამოიჩინა მუხრან ბაგრატიონმა, რომელმაც „შტურმი II“-თან გრაცში მოგებული (2:0) შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 41-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი