ქართველი ლეგიონერები | მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT

რუმინეთის სუპერლიგაში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა სათადარიგოებში იყო და მოედანზე შეცვლაზე (65-ე წუთზე) შევიდა. კრაიოველებმა (53 ქულა) პირველი ადგილი შეინარჩუნეს და კონკურენტ ბუქარესტის „დინამოსთან“ (49 ქულა) უპირატესობა გაზარდეს.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი გულიაშვილისრასინგი“ „ეიბარს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრეთში ილია ბერიაშვილის მტკ-მპუშკაშ აკადემია“ მიიღო და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგი შეფასება (7,3 ქულა) დაიმსახურა.

ჩეხეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ლუკა ხარატიშვილის „პარდუბიცემ“ ვახტანგ ჭანტურიშვილისიაბლონეცი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. ქართველებიდან მხოლოდ ჭანტურიშვილმა ითამაშა.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა „დუნაისკა სტრედაში“, რომელიც გასვლაზე „კომარნოს“ დაუზავდა – 2:2. გიორგი გაგუა ტრავმის გამო დროებით ისვენებს.

ამავე ლიგაში გიორგი მოისწრაფიშვილის და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკი“ შინ სანდრო ნარიმანიძისჟილინას“ დაუზავდა – 0:0. ქართველებიდან მხოლოდ მოისწრაფიშვილმა ითამაშა.