ქართველი ლეგიონერები | ლომინაძემ, პაპუნაშვილმა და ნონიკაშვილმა თავი გოლით გამოიჩინეს #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | ლომინაძემ, პაპუნაშვილმა და ნონიკაშვილმა თავი გოლით გამოიჩინეს #1TVSPORT

პორტუგალიის ჩემპიონატში ნოდარ ლომინაძემ მეორედ გაიტანა და „ეშტორილს“ სტუმრად „კაზა პიასთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარეა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი მე-14 წუთზე გაიტანა და შესვენების შემდეგ შეცვალეს. ლომინაძე Flashscore-მა 8.3 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

თავი გამოიჩინა გიორგი პაპუნაშვილმაც, რომლის „ზირა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს „ნეფთჩის“ დაუზავდა – 2:2. ქართველმა შემტევმა ანგარიში გახსნა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში. „ზირას“ განაცხადში ამჯერად დავით ვოლკოვი არ ყოფილა.

სლოვაკეთის ლიგა 2-ში „ზლატე მორავცემ“ „ლუბოვნა“ 3:2 დაამარცხა ლევან ნონიკაშვილის დახმარებით. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა თავი – ამჯერად გოლი პენალტით გაიტანა.

ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. „ჯვაროსნების“ მცველი მეორე ბუნდესლიგის ტურში „ნიურნბერგის“ ძირითად შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და გუნდს დიუსელდორფში „ფორტუნასთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:2.