ქართველი ლეგიონერები | კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა, მიქაუტაძემ მადრიდის „რეალთან“ მომენტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT

01:30, 11.10.2026

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია A-ში სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი თავდამსხმელი აქტიური იყო და საგოლე მომენტებიც შექმნა, შედეგიანი მოქმედებით ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა.

იტალიის სერია B-ში დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზემ“ გასვლით შეხვედრაში „არეცოსთან“ ფრედ, 0:0 ითამაშა და ქულა მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.

ლა ლიგაში სათამაშო დრო მიიღო საბა საზონოვმა, რომლის „ხეტაფეც“ „ბარსელონას“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მცველმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალსაც“ არანაკლებ რთული მეტოქე ჰყავდა – გუნდი მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. მასპინძლებს 73-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორი გაუძევეს, თუმცა ამით „ვილიარეალმა“ ვერ ისარგებლა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა – მას ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა.

მსგავსი