ქართველი ლეგიონერები - „კრაკოვიამ“ გასვლით მატჩში ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურის და გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ მეორეადგილოსან „პაშს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:6. კობოური მეოდანზე 31-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი ბერიძე – 56-ზე.
ნიდერლანდების I დივიზიონში ირაკლი ეგოიანის „ვიტესმა“ ერთ-ერთ ლიდერს, „დენ ჰააგს“ საშინაო არენაზე უმასპინძლა და 0:1 დათმო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ძალიან უიღბლოდ ითამაშა „კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანიც ოთარ კაკაბაძეა – კრაკოველები შჩეცინში „პოგონს“ ესტუმრნენ და პირველი ტაიმის დასაწყისშივე, მე-11 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ. მაგრამ შესვენებამდე ანგარიში 2:2 გახდა.
სამწუხაროდ, მეორე ბურთი საკუთარ კარში 45+7-ე წუთზე ქართველმა მცველმა ჩაჭრა, რომელიც ფრედრიკ ულვესტადის გადაცემის მოგერიებას ცდილობდა და ავტოგოლი გამოუვიდა. 63-ე წუთზე კრაკოველების მოთამაშე ვან ბურენი გააძევეს და მასპინძლებმა ამით კარგად ისარგებლეს, სამი გოლი გაიტანეს და დრამატული შეხვედრის სათავისოდ შემოტრიალება მოახერხეს 5:2.