ქართველი ლეგიონერები | იური ტაბატაძის „კადისი“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერია #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში იური ტაბატაძე „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „მალაგასთან“ გასვლით დაპირისპირებაში. ქართველის გუნდმა 1:0 მოიგო და „დეპორტივო ლა კორუნიასთან“ ერთად ლიდერის პოზიციას იკავებს. ქართველმა შემტევმა მოედანზე 69 წუთი დაჰყო.
სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ სტუმრად „კომარნო“ 3:1 დაამარცხა და სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მოედანზე 30-ე წუთზე შეუშვეს.
„ჟილინას“ კონკურენტია გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკი“, რომელიც თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ საკუთარ არენაზე დაუპირისპირდა და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა. მოისწრაფიშვილი და ძოწენიძე ძირითადში იყვნენ, ხორხელი კი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა და „ტრნავაში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ ტრნავის „სპარტაკს“, „ჟილინას“ და გურამ კაშიას „სლოვანს“ 15-15 ქულა აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ. „მიხალოვცე“ (12) ხუთეულშია.