ქართველი ლეგიონერები | იური ტაბატაძე კვლავ „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ნიკა გაგნიძემ „კოლოსის“ რიგებში ითამაშა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | იური ტაბატაძე კვლავ „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ნიკა გაგნიძემ „კოლოსის“ რიგებში ითამაშა #1TVSPORT

დანიის სუპერლიგაში გიორგი ტაბატაძის „ვეილე“ „სილკებორგს“ ესტუმრა და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 1:1. ქართველი მცველი სტუმართა სათადარიგოებში იყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა.

უკრაინის პრემიერლიგაში ნიკა გაგნიძე კვლავ ითამაშა კოვალივკას „კოლოსის“ ძირითად შემადგენლობაში „მეტალისტ 1925“-თან გასვლით შეხვედრაში, ხოლო ზურაბ რუხაძეს არ უთამაშია. „კოლოსმა“ 0:1 წააგო.

გიორგი რობაქიძეს მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს ოდესის „ჩერნომორეცში“. ოდესელებმა უკრაინის პერშა ლიგაში „აგრობიზნესი“ 1:0 დაამარცხეს. დონეცკის „შახტარმა“ „რუხს“ 4:0 სძლია, თუმცა ირაკლი აზაროვი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში იური ტაბატაძემ. მისი „კადისი“ „სეუტას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. „კადისი“ აქამდე ლა ლიგა 2-ს ლიდერობდა, ახლა კი მეორე პოზიციაზეა.