ქართველი ლეგიონერები იტალიაში | ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ ერთ-ერთ ლიდერ „სპეციასთან“ მოგება შეეძლო, პირველ ტაიმში 2:1-ს იგებდა, მაგრამ 75-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვა და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა – 2:2. გიორგი კვერნაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა.
ზედიზედ მეორე მატჩია, ლუკა ლოჩოშვილი „სალერნიტანას“ შემადგენლობაში კარგ შეფასებას იღებს, მისი გუნდი კი იგებს. ამჯერად „სალერნიტანამ“ „კოზენცა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა 7.5 ქულა დაიმსახურა.
იტალიის სერია B-ში გამართული 35 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 39 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ხოლო „სალერნიტანამ“ (34) აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და მე-14 ადგილზეა, თუმცა სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს.