ქართველი ლეგიონერები | გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა - სანდრო ნარიმანიძე ქვეყნის თასის მფლობელია #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა - სანდრო ნარიმანიძე ქვეყნის თასის მფლობელია #1TVSPORT

სლოვაკეთის „ნაიკი ლიგის“ საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედა“ 1:0 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობა გაიფორმა.

კაშია ზედიზედ მეხუთე შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს, რადგან კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ცოტნე კაპანაძე და გიორგი გაგუა კი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

„სლოვანმა“ ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვა (2019, 2020, 2021, 2022, 2023, 2024, 2025, 2026) და ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა. სლოვაკური ფეხბურთის ისტორიაში არავის მოუგია ტურნირი ზედიზედ ამდენჯერ. გურამ კაშიამ კი ოქროს მედალი ზედიზედ მეხუთედ მიიღო.

ამასობაში, სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა“ სლოვაკეთის თასის მფლობელია. ქართველის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში „კოშიცე“ 3:1 დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება ისტორიაში მეორედ მოიგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, სანდრო ნარიმანიძემ მატჩი სრულად ჩაატარა.