ქართველი ლეგიონერები | გიორგი ლორიამ „ანორთოსისთან“ საიმედოდ ითამაშა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | გიორგი ლორიამ „ანორთოსისთან“ საიმედოდ ითამაშა #1TVSPORT

უკრაინის პრემიერ ლიგაში „ობოლონმა“ შინ 1:0 დაამარცხა ოდესის „ჩერნომორეცი“. სტუმართა რიგებში ლუკა ლაცაბიძემ 25 წუთი ითამაშა, გიორგი რობაქიძე კი სათადარიგოთა შორის დარჩა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში მოულოდნელად დამარცხდა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“, რომელმაც შინ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „შლიონსკს“ უმასპინძლა და 2:4 წააგო. გუნდის ქართველმა კაპიტანმა 67 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც შეცვალეს.

კვიპროსის ჩემპიონატის გასავარდნთა ჯგუფში „არადიპუსის“ მეკარემ, გიორგი ლორიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ყოფილ გუნდს, ჯგუფის ლიდერ „ანორთოსისს“ მოუგო — 2:1. ლორიამ 7 დარტყმიდან 6 მოიგერია, ხოლო ერთადერთი გოლი პენალტით გაუშვა.

ზურაბ მუსელიანის „პარალიმნიმ“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა „ომონია 29“. ქართველმა თავდამსხმელმა პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა — იგი მხოლოდ 90+2-ე წუთზე შეცვალეს.

საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ შინ 3:1 სძლია „კალითეას“. „ჯვაროსნების“ მეკარემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.