ქართველი ლეგიონერები | გიორგი გაგუამ გოლი სლოვაკეთის თასზეც გაიტანა, გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

23:36, 15.09.2026

გიორგი გაგუა შესანიშნავ სერიას აგრძელებს. ამჯერად ქართველმა თავდამსხმელმა სლოვაკეთის თასზე გაიტანა, თუმცა გასვლით მატჩში „ველკე ლუდინცეს“ დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „დუნაისკა სტრედა“ 2:3 დამარცხდა.

სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში გაგუამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მე-20 წუთზე გუნდი 2:1 დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს სტუმრებმა ორი პენალტი ვერ გამოიყენეს – 75-ე წუთზე შანსი ხელიდან რამადანმა გაუშვა, 90+2-ე წუთზე კი – სილამ.

ბოლო 6 შეხვედრაში გიორგი გაგუამ უკვე მე-5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ანგარიშზე ერთ თამაშში, საშუალოდ, 0.75 გოლია.

გიორგი წიტაიშვილმა „რაიო ვალეკანოს“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა ლა ლიგაში „ესპანიოლს“ უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „რაიო ვალეკანოს“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა. მან მოედანზე 76 წუთი დაჰყო, 67-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

მასპინძლები გარსიასა (მე-3 წთ) და პედროსას (26-ე წთ) გოლებით სწრაფად დაწინაურდნენ და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. ფერნანდეს ხაენმა (54-ე წთ) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ესპანიოლმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ამ მოგებით, ლა ლიგაში გამართული 6 ტურის შემდეგ, „რაიო ვალეკანომ“ 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი