ქართველი ლეგიონერები ევროპაში | წიტაიშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ – გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
გულიაშვილი სათადარიგო იყო, წიტაიშვილი კი მოედანზე 74-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-5 ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ შინ „როდეზს“ დამაჯერებლად სძლია – 4:1. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-4 ტურში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტეინ კილმა“ საკუთარ არენაზე „ნიურნბერგი“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 2:2. „ჯვაროსნების“ ვეტერანი ფეხბურთელი კუნთის ტრავმის გამო ჯერჯერობით ვერ თამაშობს.