ქართველი ხელბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებენ
ქართველი ხელბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებენ

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 გაიმართება. უკვე ცნობილია ნაკრების საბოლოო შემადგენლობა. გუნდში ბოლო, მეთექვსმეტე ადგილი დებიუტანტს, ქუთაისის 17 წლის მარცხენა გარემარბს ჯემალ იმნაძეს ერგო.

ხელბურთში ევრო 2022 პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი 11-13 იანვარს გაიმართება. 2019 წლის გათამაშების მეორე ეტაპზე, პლეიოფში ჯგუფის გამარჯვებული გავა.

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო – მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა

საქართველოს ნაკრები
22. შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ) GK
12. გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი) GK
2. ჯემალ იმნაძე (2001, 184, ქუთაისი) LW
5. უჩა მაისურაძე (1986, 190, უგუნდო) P
8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ) CB
9. სერგო დათუკაშვილი (1978, 198, უგუნდო) LB
10. ირაკლი კბილაშვილი (1998, 189, ოდესა, უკრ) CB
11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) RB
14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ) LB
15. ლექსო წითელიშვილი (1992, 194, სტრუგა, მკდ) LB
19. ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, BSB ბათუმი) LW
20. ერეკლე არსენაშვილი (1998, 200, დიომიდის არგოსი, საბ) P
23. რევაზ ჭანტურია (1982, 178, პელისტერი, მკდ) RW
24. ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი) RW
29. რატი მსხვილიძე (1986, 207, უგუნდო) RB
31. გიორგი დიხამინჯია (1997, 190, სტრუგა, მკდ) RB, RW
ჯორჯე რაშიჩი (სრბ, 1958, მთავარი მწვრთნელი)
გიორგი გვაზავა (1978, მწვრთნელი)