ქართველი ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე ლიუბლიანას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
ქართველი ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე ლიუბლიანას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ინგა გურგენიძე პირველია, ვინც ლიუბლიანას საერთაშორისო ტურნირზე სამ-ნახევარი აქსელი კომბინაციაში სრულყოფილად შეასრულა.

თავისუფალ პროგრამაში ინგამ სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად შვიდი ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის სამი კომბინაციაში. ერთ-ერთი კომბინაცია შესრულდა სამ-ნახევარ აქსელთან. ინგამ ამავე პროგრამაში მეორე სოლო სამ-ნახევარი აქსელიც შეასრულა და ორი პროგრამის ჯამში 177,82 ქულით 35 მონაწილეს შორის ოქროს მედალი დაისაკუთრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ელემენტი ახლახან დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე არცერთ მონაწილეს არ შეუსრულებია.
ინგა გურგენიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 თებერვლიდან კანადის ქალაქ კალგარიში ჩატარდება.