ქართველი ფეხბურთელების გუნდები ევროტურნირებზე | აზაროვის „შახტარმა“ მოიგო - მორჩილაძის „რიეკა“ დამარცხდა #1TVSPORT
ქართველი ფეხბურთელების გუნდები ევროტურნირებზე | აზაროვის „შახტარმა“ მოიგო - მორჩილაძის „რიეკა“ დამარცხდა #1TVSPORT

უეფა-ს კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ პოზნანში „ლეხს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი უკრაინული გუნდის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ“ საკუთარ სტადიონზე ფრანგულ „სტრასბურგს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. „დინამო თბილისიდან“ ხორვატულ კლუბში გადასული ქართველი თავდამსხმელი შეხვედრაში არ ჩართულა და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

კონფერენს ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები 19 მარტს გაიმართება – „შახტარი“ ნომინალური მასპინძლის სტატუსით ითამაშებს, ხოლო „რიეკა“ მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.