ქართველი ფეხბურთელები კონფერენს ლიგაზე | ირაკლი აზაროვის „შახტარისა“ და ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვის“ გამარჯვებები #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კლუბებმა უეფა-ს კონფერენს ლიგაზე მატჩები ჩაატარეს.
ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ „ბრეიდაბლიკი“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრი უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მაღალი შეფასება, 7.6 ქულა დაიმსახურა.
„შახტარი“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულით კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის საერთო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.
ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“. რუმინულმა გუნდმა ვენის „რაპიდი“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი „კრაიოვის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედნაზე 80 წუთი გაატარა. „კრაიოვა“ 4 ქულით 22-ე ადგილს იკავებს.
ფინურ „კუპსთან“ დამარცხდა გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანი“ – 1:3. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. სლოვაკურს გუნდს ქულა არ აქვს და ცხრილში 33-ე ადგილზეა.