ქართველი ძიუდოისტები ტაშკენტის გრან-პრიზე გამოვლენ

21:08, 19.09.2019

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოისტები ძალებს ტაშკენტის გრან-პრიზე მოსინჯავენ იქ პირველობისთვის 71 ქვეყნის 423 ძიუდოისტი იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტაშკენტში ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი იჭიდავებენ.

90 კგ. წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრას ლაშა ბექაური ალჟირელ ბენამადისთან გამართავს.

მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილის ბადეში ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავეები უშანგი კოკაური და რუსლან შახბაზოვი არიან, ამათგან ერთ-ერთი 1/2 ფინალში ქართველი ჩემპიონის მეტოქე უნდა იყოს.

ქართველი ძიუდოისტები ტატამზე დასკვნით საშეჯიბრო დღეს 22 სექტემბერს იჭიდავებენ.

მსგავსი