ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

ჩვენი ნაკრები მაროკოდან დაბრუნდა და თბილისის აეროპორტში მათ საზეიმო დახვედრა მოუწყეს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.