ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებენ
ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებენ

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეიდან ქართველი ძალოსნები ჩაერთვებიან.

17:25 საათიდან ბრძოლაში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი შოთა მიშველიძე ჩაერთვება, რომელიც თავის წონით კატეგორიაში (61 კგ) ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

გარდა ამისა, დღესვე, საქართველოს ნაკრებიდან ტაილანდურ ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.) გამოვა. ძალოსანი ასპარეზობას „ბ“ ჯგუფში საქართველოს დროით 11:25 საათზე დაიწყებს.