ქართველი დელეგატი ჩემპიონთა ლიგაზე - „ატალანტა“-„მანჩესტერზე“ ჟორდანიამ იმუშავა #1TVSPORT
ქართველი დელეგატი ჩემპიონთა ლიგაზე - „ატალანტა“-„მანჩესტერზე“ ჟორდანიამ იმუშავა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ბერგამოში გაიმართა – „ატალანტამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები ორჯერ იგებდნენ, ინგლისელებმა კრიშტიანო რონალდოს დუბლით შეხვედრა მაინც ფრედ (2:2) დაასრულეს.

ეს მატჩი ჩვენთვის საინტერესო იმითაც არის, რომ მატჩზე უეფა-ს დელეგატის სტატუსით ბაქარ ჟორდანია მიავლინა – ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი, რომელიც წლებია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

სფფ-ის წარმომადგენელი ბაქარ ჟორდანია უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე უეფა-ს დელეგატის რანგში მუშაობს. ჟორდანია უეფა-ს პროექტებში რეგულარულად მონაწილეობდა, დელეგატად კი პირველად 2015 წელს დანიშნეს.

საერთოდ, ბოლო წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე სულ უფრო და უფრო ცოტა ქართველი თამაშობს, მაგრამ უფრო და უფრო მეტი უეფა-ს მივლინებით მუშაობს – მათ შორის, უეფა-ს დირექტორის, მედია-ოფიცრის, მსაჯებისა და მსაჯთა ასისტენტების როლებში.