ქართველი არბიტრები კონფერენსლიგისა და ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს განსჯიან #1TVSPORT
27 აგვისტოს კონფერენსლიგაზე ანდორის „ინტერ ესკალდესისა“ და კოსოვოს „დრიტას“ შორის პლეიოფის მატჩს გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მის ასისტენტად ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი იმუშავებენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ვიდეორეფერი – ალეკო აფციაური.
უეფა-ს ტურნირზე პირველად იმუშავებს გრიგოლ ბლიაძე, რომელიც ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ეტაპის H ჯგუფის (სადაც ბულგარეთის „ამიგო ნორსვესტი“, ფინეთის „მედ მაქსი“, მოლდოვის „კლიკი“ და ანდორის „რეინჯერსი“ ითამაშებენ) მატჩებზე დანიშნეს – ქართველი არბიტრი ორ შეხვედრაში – მთავარი, ხოლო ერთ მატჩში მესამე მსაჯი იქნება.
ტურნირს 26-დან 29 აგვისტომდე ბულგარეთი უმასპინძლებს.