ქართველი არბიტრები კონფერენს ლიგიაზე „სლოვაცკო“- „კიოლნის“ მატჩს განსჯიან #1TVSPORT
ქართველი არბიტრები კონფერენს ლიგიაზე „სლოვაცკო“- „კიოლნის“ მატჩს განსჯიან #1TVSPORT

უეფა-მ ქართველი მსაჯები ევროტურნირებზე კიდევ ერთხელ მიავლინა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს ჩეხური „სლოვაცკოსა“ და გერმანულს „კიოლნის“ შორის სრულად ქართული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება.

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯად დავით ხარიტონაშვილი იმუშავებს. „სლოვაცკოს“ და „კიოლნის“ დაპირისპირება 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ყრუაშვილი 36 წლისაა. პირველი ოფიციალური შეხვედრა 2012 წელს იმსაჯა. 2015 წლიდან არის ფიფა-ს მიერ ლიცენზირებული არბიტრი. იმსაჯა საქართველოს სუპერთასის მატჩები და საქართველოს თასის ფინალები.

ყრუაშვილი მსაჯობდა ყველა ევროტურნირზე, ასევე ემსახურება სანაკრებო მატჩებს. 2021 წელს უეფა-მ დანიშნა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც გერმანიის ახალგაზრდულმა გუნდმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა.